ავთანდილ თალაკვაძე: თანამოქალაქეებთან უშუალოდ შეხვედრა და მათ პრობლემებზე რეაგირება ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია
ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. როგორც ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, მოქალაქეებთან შეხვედრა მერიის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია.
„თანამოქალაქეებთან უშუალოდ შეხვედრა და მათ პრობლემებზე რეაგირება ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია.
დღეს მერიაში მოქალაქეთა მიღების მორიგი დღე გვქონდა. ჩემს მოადგილესა და საკრებულოს მაჟორიტარებთან ერთად, არაერთ ადამიანს შევხვდი და მათ საჭიროებებს გავეცანი,” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.