“აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “ქვეყნის ხელმძღვანელობა სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო ზომას იღებს”.
„მინდა, გაცნობოთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იღებს ყველა საჭირო ზომას ჩვენი სამშობლოს სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად: ტარდება ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ღონისძიებები, მიმდინარეობს სამობილიზაციო მზადყოფნის დონის ამაღლება, შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი ტიპის იარაღისა და სპეციალური ტექნიკის მიწოდება და ლოჯისტიკა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე, ბჟანიამ “შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, შეინარჩუნონ ჯარის სამობილიზაციო მზადყოფნა იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვას”.