„ასვლა“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნება
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გურამ წიბახაშვილის გამოფენას – „ასვლა“ უმასპინძლებს,
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ავტორის მიერ, 1988-2016 წლების შუალედში შექმნილ დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს და ფეხდაფეხ მიყვება საქართველოს უახლოეს ისტორიას. ალბათ იმიტომ, რომ ისტორია ხშირად იმეორებს საკუთარ თავს, გურამის ნამუშევრები ხანდახან დროის ჩარჩოსაც ცდება და ეხება წარსულს, რომელსაც არ მოსწრებია და მომავალს, რომელიც ჯერ არ დამდგარა.
გამოფენა 4 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და სამი თვის განმავლობაში გასტანს.
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.
ფოტო ქავერზე: გურამ წიბახაშვილი.