როდის გადავლენ ოკუპირებული აფხაზეთი და ბელარუსი ურთიერთობის “პოლიტიკურ ასპექტზე” – ბჟანიას კომენტარი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვების ციტირება მოახდინა და თქვა, რომ თუ ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ საელჩო გაიხსნება. 

“ბელარუსი ოჩამჩირის რაიონში დიდ პროექტს ახორციელებს, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს. ვფიქრობ, ამ დროისთვის, ჩვენ მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს”, – ხაზგასმით აღნიშნა ბჟანიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ლუკაშენკო მზად არის, უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის, ლიზინგის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები