სამტრედიის მერი: ჩვენთვის უმთავრესია, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და თითოეული შესრულებული პროექტი მათ მოთხოვნებზე იყოს მორგებული

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი – დავით ბახტაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს

მათი ცნობით, თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე ისაუბრა და პასუხისმგებელ პირებს თავიანთ საქმიანობის სფეროებში კონკრეტული დავალებები მისცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით თანხობრივ მაჩვენებელზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 35 მლნ. ბიუჯეტიდან 19 მლნ-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. აქ გათვალისწინებულია ადგილობრივი და სხვა მსხვილი პროექტების ფონდებიდან დაფინანსებული სამუშაოები.

თათბირზე მოხსენებით ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია და სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ახობაძე წარდგნენ.

მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების, საპილოტე რეგიონების განვითარების, მუნიციპალური განვითარების ფონდების, სოფლის განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ჯამში 19 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. თითოეული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათ საჭიროებებს წარმოადგენს.

რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, როგორც სამსახურის უფროსმა მოხსენებით წარადგინა, მიზნობრივი სოციალური ბიუჯეტი მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 1 087 800 ლარი, 25 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტი არის 1 555 800 ლარი, სულ პროგრამა შეიცავს 29 ქვეპროგრამას აქედან ყოველთვიური დახმარება არის 6 , ეს არის დიალეზის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების, დედმამით ობოლ ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახების, ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა ფინანსური დახმარება. მიმდინარე წელს შემოსულია 4 000 -მდე განცხადება აქედან დაკმაყოფილებულია 3 543 განცხადება, გაცემულია 1600-მდე ადმინისტრაციული დაპირება სამედიცინო მომსახურებისათვის.

,,მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი მოცულობის პროექტები ხორციელდება, ჩვენთვის უმთავრესია, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და თითოეული შესრულებული პროექტი მათ მითხოვნებზე იყოს მორგებული”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

მერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების შესახებ.

დღევანდელ თათბირზე მერმა საკონკურსო წესით დანიშნული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ამირან თევდორაძე წარადგინა.

42 წლის ამირან თევდორაძეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამდე სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამირან თევდორაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები