საქართველოში ათონის მთის კუტლუმუშის მონასტრიდან მონასტრის წინამძღვარმა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა

საქართველოში ათონის მთის კუტლუმუშის მონასტრიდან მონასტრის წინამძღვარმა გერონდა კირილმა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა. ინფორმაციას თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ქვემო ქართლის რეგიონში ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანის, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში მდებარე პეტრე და პავლეს ტაძარს შესწირეს.
საზეიმო ლიტურგია, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა, რომელმაც ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა თუ რა დიდი წმინდანი და მეოხია საქართველოსა და ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი.
წირვას, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მომლოცველებთან ერთად ესწრებოდა.
წირვის დასრულების შემდგომ მრევლს საშუალება მიეცა მოელოცათ და პატივი მიეგოთ წმინდა ნაწილისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები