თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, CPMR-ის პრეზიდენტ ქეის ლოჰანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკაში ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

თორნიკე რიჟვაძე ნორდ ჰოლანდის რეგიონულ მინისტრს, ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის პრეზიდენტს, ქეის ლოჰანს, ამავე კავშირის გენერალურ მდივანს, ელენი მარიანუს და CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის აღმასრულებელ მდივანს, სტავროს კალონომოსს შეხვდა.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა CPMR-ის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბიუროს წევრების არჩევნები, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი რეგიონი და პოლიტიკური ბიუროს წევრი, კენჭისყრაში იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები