გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1 კმ – ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – მოწყობა.
პროექტის მიხედვით ხორციელდება გზის საფარის, მიერთებების, სანიაღვრე არხების, ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლეემები აღარ შეაწუხებთ”, – აღნიშნულია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.