ჭიათურის დრამატულ თეატრში 128-ე სეზონი პრემიერით გაიხსნა

ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 128-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობის “ბოშების” მოტივებზე შექმნილი ამავე სახელწოდების სპექტაკლი რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა.

“დიდი მწერლისთვის დამახასიათებელი ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის ემოცია მსახიობებმა უზადოდ მოიტანეს მაყურებლამდე და სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურეს.

პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სპექტაკლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა”, – ნათქვამია ჭიათურის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები