ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ახლად რეაბილიტირებულ მეხუთე საჯარო სკოლაში მივიდა.
მერმა დასრულებული სამუშაოები პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და მე-5 სკოლის დირექტორთან ირინე პაპიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში მოხდა შენობის გადახურვა, მოეწყო გარე ფასადი,ასევე პირველი სართული. განახლდა საკლასო ოთახები და სპორტული და სააქტო დარბაზები.
მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 336 331 ლარი იქნა გამოყოფილი.
„ამ სკოლაში არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსწავლეებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო მეტ მოტივაციას მისცემს კარგად ისწავლონ და მიღებული ცოდნა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებას მოახმარონ”, – განაცხადა ჭიათურის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები