ამბროლაურში, სოფელ ხონჭიორში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონჭიორში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა, რომელიც არსებულ მრავალწლიან პრობლემას აღმოფხვრის და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 547 346 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.

წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ სოფელს მოიცავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები