გორის მერის ინიციატივით, ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„გორში ქალაქის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. 2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა. მათ და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ 500 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: თინა ბრეგვაძე – კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯემალ მჭედლიშვილი – წარმატებული სპორტსმენი, გიორგი გოგშელიძე – წარმატებული სპორტსმენი, თინა წერეთელი – საბავშვო ბაღის დირექტორი, დარია ვაშაგაშვილი – გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი, მარიზა აბრამიძე – შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე – ინჟინერი.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ქალაქის სახალხო დღესასწაულის „გორის დღე 2022“- ის ფარგლებში გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები