სროლა ბათუმში – დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ბათუმში გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
კიდევ სამმა დაზიანებები ჩამსხვრეული მინისგან მიიღო, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.
ექიმების თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცის მიმართულებით მანქანიდან ისროლეს, მანამდე კი რესტორანთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.