ბათუმში სამი პირი დაჭრეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა სასტუმრო „მერიდიანთან“ მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები