ქუთაისის მერიაში მედიაცენტრის ოთახიდან ორი არხის ტექნიკის მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ქუთაისის მერიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა და მოპარული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღო.
“სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით ქუთაისის მერიის მედიაცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის კუთვნილი ტექნიკა მოიპარეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს.