ქუთაისში, მერიის შენობაში, მედიაცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის ტექნიკა მოიპარეს.
კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.
როგორც ირკვევა, წაღებულია “მთავარი არხის” ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.