გოგი მეშველიანმა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვა დაუსვა – კაკაურიძის პასუხი

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა – გოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვა დაუსვა.

„როგორც იცით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ფორმირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით და მიმდინარე წლიდან მოსაკრებელში კლების ტენდენციაა. შეიძლება ითქვას, რომ წელს წარმოდგენილი პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით, ამ შემოსავლის მაჩვენებელი ნახევრდება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში პრაქტიკულად 11 მილიონიან დეფიციტის წარმოშობის საშიშროებას ქმნის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დეფიციტის გადაფარვის არანაირი წყარო თვითმმართველობას არ გააჩნია. მინდა, გკითხოთ, ბატონო გიორგი, მსგავს არაორდინარულ შემთხვევებში რა მექანიზმები არსებობს წარმოდგენილ ბიუჯეტში, რომ ეს გამოწვევა იქნეს დაძლეული და თუ არ არსებობს გთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს და რაღაც ერთობლივი გამოსავალი მოვიფიქროთ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

მინისტრის მოადგილის თქმით, მოსაკრებლის მოცულობა მართლაც შემცირებულია და ასეთ შემთხვევაში შეეცდებიან სპეციალური ტრანსფერით შეუწყონ ბოლნისს ხელი.

„მართლაც მოსაკრებლების მოცულობა შემცირებულია. ამას ნაწილობრივ დააკომპენსირებს დღგ-ის ზრდა, თუმცა არ ეყოფა და ალბათ სპეციალური ტრანსფერის სახით მოგვიწევს ხელშეწყობა ბოლნისის შემთხვევაში. ამაზე განხილვებს რომ დავასრულებთ, ჩვენ ბოლნისთან გვექნება შეხვედრა“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები