ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. ამის შესახებ “კვირას” ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჰელმის მუნიციპალიტეტის მერ იაკუბ ბანაშეკსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, სადაც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, საბინაო ფონდის განვითარებისა და სოციალური დაცვის საკითხებს მოიცავს.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.