ბექა დავითულიანი – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ვისაც ამ მძიმე ტრაგედიაში რაიმე პასუხისმგებლობა მიუძღვის, უკლებლივ ყველა აგებს პასუხს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
„ფაქტი ისაა, რომ მოხდა ტრაგედია, ბავშვი, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ვისაც ამ მძიმე ტრაგედიაში რაიმე პასუხისმგებლობა მიუძღვის, უკლებლივ ყველა აგებს პასუხს. სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მარიტას სიცოცხლის დაბრუნებას და დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, ეს უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, არავინ, არც სისხლის სამართლებრივ, არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუ ეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ხელაღებით და უაპელაციოდ [საუბარი] ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.