ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის გაყოფილებაში კვლავ მივიდა
ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე მივიდა.მას სავარაუდოდ მეორედ გამოკითხავენ.
პოლიციის შენობაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ლაშა ფურცხვანიძე სამართალდამცველებმა ერთხელ უკვე დაკითხეს. 30-საათიანი გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული. მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი „წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს“.