ქუთაისში ქალი გეგმურ აბორტს ემსხვერპლა

ქუთაისის მეორე სამშობიაროში,  ახალგაზრდა ქალი აბორტს ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, ის უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს ინფექციურში თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მეგა ტვ”-ის ინფორმაციით,  ქალს აბორტის საჭიროება ჰქონდა.

33 წლის ქალის გარდაცვალებაში ოჯახის ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ.

ოპერაცია ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ ჩაატარა. ირკვევა, რომ მერკვილაძის პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. 22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მან სასჯელი უკვე მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები