რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

რუსთავში 19 წლის ბიჭმა დედა დაჭრა. შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

რუსთავის პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები