ოზურგეთში ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ლავრენტი ბიგვავასთან ერთად გაეცნო.

„განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ოზურგეთში. ახლა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. აქ გზა, ფაქტობრივად, არ არსებობდა და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად დაზიანებული მონაკვეთებით სარგებლობა უწევდათ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

პროექტის ბიუჯეტი 1 298 726 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები