გიორგი გუგუჩია: მარტვილსა და ზუგდიდში ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო

ზუგდიდსა და მარტვილში ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა გასამართი ღონისძიებები, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გადაიდო. შესაბამისად, მარტვილში დღეს დაგეგმილი კონცერტი, ასევე ზუგდიდში გასამართი გალა კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიებები გადადებულია“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები