კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
გუბერნატორის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, “ღვინის დღეების” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კახეთის რეგიონში გადადებულია.
“ვიზიარებთ დღეს, ქ.თბილისში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, კახეთის რეგიონში, “ღვინის დღეების” ფარგლებში, კონკრეტულად სამ ქალაქში – ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი და, ასევე, რეგიონში ყველა სხვა დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია. კიდევ ერთხელ, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – წერს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პირად ფეისბუქგვერდზე.