სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ორგანიზებით, ფახულანში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ორი დღის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა დილიდან მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ცენტრალური ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, საავტომობილო გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა რამდენიმე საათში ექნება. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გუბერნატორი ადგილზე სტიქიის დღესაც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტებთან ერთად დაიგეგმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით გუშინვე დაიწყო სოფელ ლეძაძამეში ხიდის მოწყობა, აქ სტიქიის შედეგად სამანქანო გზის გარეშე 76 ოჯახი დარჩა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები