ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაციას გუშინ დასრულდა, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად, შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს, თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა.
დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია.
“არ ვიცი თემა, მოვიკითხავ. ცხადია, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, ეს მოეკითხება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა”, – ამბობს კალაძე.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.