ქობულეთში, ჩაისუბნის მე-7 რაიონის 2,28 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო

ქობულეთში, ჩაისუბნის მე-7 რაიონის გზის ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2,28 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, ბეტონის პორტალური კედელი, გაბიონები, წყალგამტარი ლითონის მილები და რკინა-ბეტონის კიუვეტები მოეწყო.

რეაბილიტირებული გზა ჩაისუბანსა და დაბა ჩაქვს, ასევე, სოფელ მე-7 რაიონს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები