სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში გუშინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა უკვე დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, დროებითი ხიდის კონსტრუქციის აწყობა მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სენაკის მერთან ერთად გაეცნო. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება.

სტიქიის შედეგად გარე სამყაროს სოფელ ლეძაძამეს კვაუთის უბანში მცხოვრები 76 ოჯახი მოწყდა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება სტიქიის შედეგად წალენჯიხის სოფელ ფახულანში დაზიანებული ხიდის აღდგენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები