ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად ქარელში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის ერთობლივი ორგანიზებით დღეს ქარელში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.

აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილიმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები (0 – 18 წლამდე). ქიმიოთერაპიის პროცესში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია , სისტემატურად საჭიროა ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტი. თქვენ მიერ გაღებული სისხლი
უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

ქარელის მუინიციპალიტეტის მერია მადლობას გიხდით აქციაში მონაწილეობისათვის”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები