ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ქალაქსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულები.

დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა -ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წყალი 150-ზე მეტ სახლში შევიდა.

ხობის მერის განცხადებით, დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები