კახეთში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი წაუყენეს

კახეთში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებს.

22 წლის ახალგაზრდა კაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მისი ადვოკატის, მინარი მურღაშვილის განცხადებით, კომენტარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული შემთხვევამდე 3 დღით ადრე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ის ცოლზე ძალადობისთვის მანამდეც იყო დაკავებული.

მოსამართლე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები