აჭარის მთავრობა ბექა ქათამაძის ოჯახს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან ბექა ქათამაძეს და მის ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება, ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამაში.
არასრულწლოვანს მშობლები გარდაეცვალა და მოზარდი ბებია-ბაბუასთან იზრდება. ოჯახი ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები