რეზო ამაშუკელი „მძიმე კაცს“: სანამ თბილისი ხელში დაგაჭერინებს, მანამდე ჩაიგდე ენა!

  პოეტი რეზო ამაშუკელი „მძიმე კაცს“ – დავით კოვზირიძეს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მიმართავს. რეზო ამაშუკელი გადაცემა „მძიმე კაცის“ წამყვანს ემუქრება და აცხადებს, რომ დავით კოვზირიძემ საქართველო და თბილისი უნდა დატოვოს.
„მე თქვენი გაზეთის საშუალებით ვეუბნები დავით კოვზირიძეს – სანამ თავმოყვარე თბილისი ხელში დაგაჭერინებს, მანამდე ჩაიგდე ენა! მოვუწოდებ ღირსეულ თბილისელებს. გავასახლოთ ეგ დედის შემგინებელი და თბილისის სიმბოლოს შემგინებელი! წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ ვაცხადებ და შეუძლიათ მიჩივლონ. მე შევკრებ ხალხს და მაგ გათახსირებულ დავით კოვზირიძეს ვაიძულებ, წაეთრეს თბილისიდან და საქართველოდან! მაგას უნდა მიჰყვეს ეგ ჩირქის ბუდე, მანგუსტას „ტაბულა“! ყაყაჩაოები რომ მიგიბნევიათ გულზე, თქვე მკვლელებო და საქართველოს დამაქცევრებო, ცოცხები უნდა გქონდეთ გათხრილი და ისე დადიოდეთ!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. პოეტის გარიზიანება დავით კოვზირიძის კითხვამ გამოიწვია, როდესაც გადაცემის წამყვანი სტუმრად მყოფ ლაშა ბუღაძეს ეკითხება: „რას დააჭერინებდი ხელში ქართვლის დედას ან ქართვლის მამას?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები