ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ასლან საგანელიძემ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

გარდამავალი პროექტის ფარგლებში 3 კმ-მდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, პირველ ეტაპზე კი 900 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ორიენტირი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები