გორში, სტალინის გამზირზე გამწვანების სამუშაოების შემდეგ წვეთოვანი სარწყავი სისტემა ეწყობა
გორში, სტალინის გამზირზე გამწვანების სამუშაოების შემდეგ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სტალინის გამზირზე, იქ სადაც, პროექტის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები შესრულდა, გაზონზე სარწყავი სისტემები ეწყობა. წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას.