ჩხოროწყუში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
,,27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. დღეს პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს”,- განაცხადა დათო გოგუამ.
მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღიდან 29 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები