დმანისის მერმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან , თემური ზურაბიშვილსა და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ დმანისის სულთმოფენობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ მემორიალთან ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.