საჩხერეში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული თამაზი კუსიანის სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა მოეწყო
საჩხერეში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გმირი თამაზი კუსიანი გაიხსენეს. ჩხეიძის ქუჩაზე, სადაც თამაზი კუსიანი ცხოვრობდა, მისი სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
:თამაზი კუსიანი 1971 წელს დაიბადა. პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საჩხერის გვარდიაში ჩაირიცხა ლეიტენანტის წოდებით, ოცმეთაურად. საჩხერის ბატალიონი, სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად, პირველი იყო რომელიც ბრძოლაში ჩაერთო.
1992 წლის 4 სექტემბერს, 21 წლის თამაზ კუსიანი, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთნ გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით ,,საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახისა და ვეტერანთა კავშირის წევრებმა პატივი მიაგეს თამაზი კუსიანის ხსოვნას”,- აღნიშნულია საჩხერის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.