სამტრედიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეკრებილმა საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

” 27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის თავიანთი ძვირფასი სიცოცხლე გაიღეს. ასეთ გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები