საგარეჯოს მერმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა, მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

„მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა უკვე სტუდენტებს! მიხარია და ამაყი ვარ, რომ მუნიციპალიტეტს წელს 56 მედალოსანი ჰყავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში და თქვენს ცოდნას, გამოცდილებას მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას მოახმართ.
მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებსა და მშობლებს, რადგან მათი წვლილი დიდია თქვენს წარმატებაში.
ეს დღე აუცილებლად უნდა იყოს დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი თავისი ღირებულებებით და მნიშვნელობით. მედალოსნის ტიტული თავისთავად განაპირობებს თქვენს უნარებს და შესაძლებლობებს. ამიტომ, მიზნისკენ სწრაფვის ტემპი არ უნდა შეანელოთ და უფრო მეტი მწვერვალები დაიპყროთ.
წელს პირველი პრეცედენტია და წახალისების მიზნით, თითოეულ თქვენგანს გაზრდილი ფულადი ჯილდო უკვე გადმოგეცათ ვერცხლის მედალოსნებს 400, ხოლო ოქროს მედალოსნებს 500 ლარი.
ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განათლება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გახლავთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და უფრო მეტი და მეტი ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი უნდა ქონდეს მუნიციპალიტეტს.
გილოცავთ, მიგულეთ ყოველთვის გულშემატკივრად”! – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები