რუსეთის შსს: იჟევსკის სკოლაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე დაშავდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული, 20-მდე დაჭრილი.

უწყების ინფორმაციითვე, პოლიციელებმა შენობაში მსროლელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

Baza და “112” წერენ, რომ სკოლაში ცეცხლი შავებში ჩაცმულმა ზრდასრულმა მამაკაცმა გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები