სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული სასულიერო პირი და მცირეწლოვანი მამა-შვილია
იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად, დაიღუპა დეკანოზის მცირეწლოვანი შვილიც.
შემთხვევა დღეს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი – ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.