„მკვდართა კიბე“ ავსტრიის საკონცენტრაციო ბანაკში – მაუტჰაუზენი

საკონცენტრაციო ბანაკი მაუტჰაუზენი ავსტრიის ქალაქ ლინციდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანაკების კომპლექსი იყო ევროპაში. ავსტრიასა და გერმანიაში ასობით ასეთი ბანაკი შექმნეს, მაგრამ მაუტჰაუზენში ყველაზე ცუდი პირობები იყო. იქ აგზავნიდნენ „რაიხის გამოუსწორებელ პოლიტიკურ მტრებს“. ბევრი მათგანი დამღლელი მუშაობით იღუპებოდა. თავად ნაცისტები ამ ადგილს ხორცსაპებს უწოდებდნენ.
პატიმრები მუშაობდნენ გრანიტის საბადოზე, რომლის ნაპირზეც ბანაკი იყო განლაგებული. ეს ადგილი ლინცთან სიახლოვის გამო იყო არჩეული: ჰიტლერს სურდა, სრულიად გადაეკეთებინა ქალაქი ალბერტ შპეერის გეგმით და პატიმრების შრომა გამოეყენებინა.
ტყვეებს აძალებდნენ, 186 საფეხურზე ეტარებინათ პატარა სამშენებლო ბლოკები, რომლებიც 50 კილოგრამს იწონიდა.  ხშირად პატიმრები ვერ უძლებდნენ და ტვირთი ხელიდან უვარდებოდათ – მაშინ ის ქვევით დაგორდებოდა და ჩამწკრივებულ ადამიანებს დომინოს ეფექტით ჩაუვლიდა. ქვები ცვიოდა და კიბეზეც ყოველდღე კვდებოდა ვიღაც.
მათ, ვინც ამ გამოცდა უძლებდა, კლდისპირას აყენებდნენ – დამკვირვებლები ამას „პარაშუტისტების კედელს“ უწოდებდნენ. ყველა ტყვეს არჩევანის უფლებას აძლევდნენ: ან დახვრეტდნენ ან მას ხელი უნდა ერკა  მის წინ მდგომისთვის და კლდიდან გადაეგდო. ბევრი ამ მომენტში კლდიდან თავისით ხტებოდა.

ახლა „სიკვდილის კიბე“ საექსკურსიო მემორიალად იქცა. კიბე ისე გადააკეთეს, რომ ტურისტებს ადვილად შეეძლოთ მასზე გადაადგილება. საკონცენტრაციო ბანაკის არსებობის დროს კიბეები იყო დახრილი და სრიალებდა. იმ დროს საფეხურები არ იყო დაცემენტებული, მხოლოდ თიხისგან გამოჭრილი საფეხურები არსებობდა, სხვადასხვა ზომის, სრიალა და გადაადგილებისთვის, თითქმის, გამოუსადეგარი. პატიმრებს აიძულებდნენ, სწრაფად ემოძრავათ, ამიტომ ბევრი მათგანი ეცემოდა. კიბეზე ასვლის შემდეგ მათ კიდევ დიდხანს უწევდათ სიარული. თუკი ქვა, რომელიც პატიმარს მიჰქონდა, ზედამხედველს პატარა ზომის ეჩვენებოდა, მაშინ მას დახვრეტდნენ. ასეთი გზა თითო პატიმარს დღეში 8-10-ჯერ უნდა გაევლო და დასვენებისთვის არცერთი წამი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები