ტრამპი უნგრელ ამომრჩევლებს ორბანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

“კვირას, 2026 წლის 12 აპრილს, უნგრეთში არჩევნების დღეა. წადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს. ვიქტორ ორბანი არასდროს უღალატებს უნგრეთის დიდებულ ერს. მე ბოლომდე მასთან ვარ!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ტრამპის განცხადებით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს მიაღწია. მისი თქმით, 2022 წელს მან არჩევნებზე ორბანს მხარი დაუჭირა და ამით ამაყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები