ჩინეთში, 200 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენში ხანძარია

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში, 200 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენში ხანძარია. ამის შესახებ The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

“ადგილიდან კვამლი მოჩანს, ცეცხლის ალი რამდენიმე სართულზეა მოდებული”, – იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.

ხანძარი იმ შენობას გაუჩნდა, რომელშიც ტელეკომპანია China Telecom-ის ოფისიც მდებარეობს.

ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები