შიშისმომგვრელი ექიმი – ადამს ჯონ ბოდკინი
1899 წლის 21 იანვარს ქალაქ ისტბორნში დაიბადა ადამს ჯონ ბოდკინი. მას 163 პაციენტის მკვლელობას აბრალებენ, რომლებიც გასაიდუმლოებული მკურნალობის შედეგად დაიღუპნენ. მათ დიდი დოზით ნარკოტიკული საშუალებები და ძლიერმოქმედი პრეპარატები შეუყვანეს.
მათგან 132-მა ადამიანმა აღნიშნული ექიმი თავის ანდერძში ჩაწერა. 1956 წელს ადამსი ოფიციალურად დააკავეს ორი პაციენტის მკვლელობისთვის, მაგრამ სასამართლომ ის გაურკვეველი მიზეზების გამო გაათავისუფლა.
ადამსმა სამედიცინო განათლება ბელფასტში სწავლის დროს მიიღო. 1922 წლიდან ის ისტბორნში თერაპევტად მუშაობდა.
ადამს ჯონი ყოველთვის „ზედმეტად მეგობრული“ იყო მოხუც პაციენტებთან, მას ისინი სასტიკ ემოციურ მდგომარეობამდე მიჰყავდა, ხოლო შედეგად პაციენტები მზად იყვნენ, მისთვის მთელი თავიანთი ქონება გადაეფორმებინათ. როგორც ექიმი აცხადებდა, მისმა 132-ვე პაციენტმა ქონება მის სახელზე საკუთარი ნებით გადააფორმა. იმ დროისთვის ადამსი ყველაზე მდიდარი ექიმი იყო მთელ დიდ ბრიტანეთში.
ეს იდუმალებით მოცული ექიმი არასდროს ყოფილა გასამართლებული მკვლელობისთვის, მაგრამ ბევრს აკვირვებდა ის, რომ ყველა მისი პაციენტი ევთანაზიის შედეგად ასრულებდა სიცოცხლეს.
სასამართლომ ექიმს ბრალი წარუდგინა ისეთი დანაშაულებში, როგორიცაა:
- თაღლითობა რეცეპტების გამოწერისას;
- დაუსაბუთებელი კრემაცია, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიებას;
- სამედიცინო რეესტრში იმ ნარკოტიკების არა არსებობა, რომელთაც ის საკუთარი პაციენტების სამკურნალოდ იყენებდა;
- 163 პაციენტის მკვლელობა.
ადამსი უდანაშაულოდ ცნეს ამ პაციენტების მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს ყველა დანარჩენ ბრალდებაში.
1983 წლის 4 ივლისს ადამს ჯონსი გარდაიცვალა და მსოფლიოს თავისი სამედიცინო პრაქტიკის სასტიკი და იდუმალებით მოცული ისტორიები დაუტოვა.