ოპოზიციური პარტიის – “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა დააკავეს. ინფორმაციას “თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლოტკინზე სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. ინციდენტი დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესში მოხდა.
ადგილზე ამ დრომდე ხალხმრავლობაა. ადგილობრივები გამოსახლების აღსრულებას ეწინააღმდეგებიან.
მათ სოლიდარობას უცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოც”.
“კვირა” დაკავების დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.