American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა – მგზავრების ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთაზე მოახდინეს (ფოტო, ვიდეო)

დენვერის საერთაშორისო აეროპორტში American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელშიც 178 მგზავრი იმყოფებოდა, ბორტზე ცეცხლი გაჩნდა,- ინფორმაციას ამის შესახებ CBS news ავრცელებს.

თვითმფრინავს ასასვლელზე ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მგზავრები აიძულეს, ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთაზე ასვლით მოეხდინათ.

მედიის ცნობით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თვითმფრინავი, Boeing 737-800, გადამისამართდა კოლორადოს აეროპორტში ძრავის პრობლემის გამო.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკიპაჟი და მგზავრები აეროპორტის ტერმინალში გადაიყვანეს.

„მადლობას ვუხდით ჩვენი ეკიპაჟის წევრებს, DEN-ის გუნდს და პირველ მოპასუხეებს მათი სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებებისთვის, რადგან პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უსაფრთხოება ბორტზე და ადგილზე“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა აეროპორტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ 12 ადამიანი მცირე დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განაცხადა, რომ მგზავრებმა დენვერის საერთაშორისო აეროპორტში მიწაზე უსაფრთხოდ მისასვლელად გასაბერი სლაიდები გამოიყენეს. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოიძიებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები