არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საფრანგეთში, პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12-13 სექტემბერს გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს დაეთმობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი გახსნის.